კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლი-ში, დ. აღმაშენებლის #213-ში ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე
პოზიციის მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება.
** პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალაროპროგრამაში დაფიქსირება.
** მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო დრო: კვირაში 4-დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
დასვენება: კვირაში - 3 დღე, ცვლის მიხედვით.
რატომ ჩვენთან:
** განვითარების შესაძლებლობა
** უფასო ბილეთები შენთვის და შენიმეგობრებისთვის
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.